გათამაშების წესები

ვებგვერდის გამოწერის და წამახალისებელი გათამაშების პირობები 

  1. შეთანხმების საგანი და ზოგადი დებულებები
  • წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) საგანი არის იურიდიულ პირს შპს “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტს “ შორის, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით.
  • შპს “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტ“-ი არის სამშენებლო კომპანია და ფუნქციონირებს საფირმო ნიშნით “დრიმლენდ საგურამო“. მის საქმიანობას წარმოადგენს, როგორც კერძო სახლების მშენებლობა და მისი რეალიზაცია, ასევე ფასიანი ვებ-გვერდის მართვა და ვებ-გვერდის გამომწერთათვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება.
  • ვებ-გვერდის გამომწერთათვის შეთავაზებულია ინფორმაციული ვიდეო რგოლები, რომლებიც მოიცავს სახლის მშენებლობის ყველა ეტაპს. გამომწერებისათვის ასევე, შესაძლებელი იქნება ონლაინ ვებინარებზე დასწრება და კომპანიის საკუთრებაში არსებული სახლის შეძენის დაინტერების შემთხვევაში, ისარგებლონ ფასდაკლებით.
  • ვებ-გვერდის ყველა გამომწერი ავტომატურად ერთვება შპს “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტი“-ს (შემდგომში გათამაშების ორგანიზატორი) მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ გათამაშებაში.
  • მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა (ანგარიშის შექმნა), და მისი სერვისებით სარგებლობა წარმოადგენს მომხმარებლის მიერ სრულ და უპირობო თანხმობას ამ შეთანხმების ყველა პუნქტზე ყველა თავისი ცვლილებით და დამატებებით, ყველა პუნქტის სრულად გაცნობას და მიუთითებს ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის ორმხრივი გარიგების დადებაზე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პირობას, მომხმარებელი ვალდებულია უარი თქვას ვებ-გვერდზე შეთავაზებული სერვისების შემდგომ გამოყენებაზე.
  • წინამდებარე წესები თამაშის პირობების შესახებ განსაზღვრავს წამახალისებელი გათამაშების ძირითად პრინციპებს, პროცედურებსა და პირობებს.
  • წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან და გაცემულია წამახალისებელი გათამაშების ნებართვა.
  • წესებში (რეგლამენტში) ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.
  • წამახალისებელი გათამაშების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ექვემდებარება სასამართლოების იურისდიქციას.
  1. ტერმინთა განმარტება

გათამაშება –  შპს “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტი“ ს მიერ ორგანიზებული, წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი  წესებითა და პირობებით გათვალისწინებული წამახალისებელი გათამაშება; გათამაშება აღნიშნავს პროცედურას, რომელიც ტარდება გამარჯვებულის გამოსავლენად, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი წამახალისებელი გათამაშების ბილეთზე.                           

ორგანიზატორი –  წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი – შპს „ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტი“.

მონაწილე – “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტ“-ის ოფიციალური ვებ-გვერდის გამომწერი, რომელსაც  გათამაშების შეთანხმებით დადგენილი წესების და პირობების  შესაბამისად აქვთ გათამაშების ბილეთ(ებ)ი.

პრიზი – ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფ.  არაშენდის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი: 72.04.14.814); მიწის ნაკვეთის ფართი 608 კვ/მ, შენობა-ნაგებობის ფართი 240კვ/მ.

სახლი არის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს მოპირკეთებულ ფასადს, ფანჯრების და ვიტრაჟების მონტაჟს, ყველა საჭირო  კომუნიკაცია (წყალი, ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია) მიყვანილია სახლის ტერიტორიაზე, კედლები გალესილია, იატაკი მოჭიმულია, საკომუნიკაციო კაბელები დამონტაჟებულია (ელ.ენერგია ინტერნეტი).

საპრიზო ფონდი – აქვს იგივე მნიშვნელობა რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;

წამახალისებელი გათამაშების ბილეთი: ელექტრონული ბილეთი, რომელსაც მომხმარებელი აგროვებს ორგანიზატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მის პირად კაბინეტში. ბილეთებს ბეჭდავს ორგანიზატორი ნუმერაციით კანონის შესაბამისად.

დოლურა: სპეციალური ყუთი, რომელშიც განთავსდება ყველა ბილეთი, საიდანაც გათამაშების დღეს შემთხვევითობის პრინციპით  გამოვლინდება გამარჯვებული.  გამოწერის პაკეტი – წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი გამოწერის  პაკეტები, რომლებიც ითვალისწინებს ბილეთების დაგროვების გარკვეულ წესებს და რომელთა გამოწერისთვის აუცილებელია შეთანხმებით დადგენილი ღირებულების გადახდა;    

ვებ-გვერდი – ორგანიზატორის ოფიციალური ვებ-გვერდი www.lkdevelopment.ge ;

გამომწერი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტ“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და წარმოადგენს მის ოფიციალურ  გამომწერს;                    ოჯახის წევრი – მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი;

ფორს–მაჟორი – გარემოება, როდესაც ორგანიზატორი თავისუფლდება წინამდებარე წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან. ფორს–მაჟორული მოვლენა წარმოადგენს ნებისმიერ გარემოებას ან მოვლენას, რომელიც არ ექცევა ორგანიზატორის კონტროლის ქვეშ და რომლის დადგომაც იწვევს წინამდებარე წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც შეზღუდვის გარეშე გულისხმობს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, წყალდიდობას, ქარიშხალს, საკანონმდებლო აქტებს, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქმედებებს ან სხვა შემთხვევებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

  1. 3. გათამაშების ჩატარების პერიოდი, ადგილი და დრო

3.1.  წამახალისებელი გათამაშება და ელექტრონული ბილეთების გაცემა დაიწყება  2024 წლის 7 ოქტომბერს 09:00 საათიდან და დასრულდება 2025 წლის 10 მარტს 18:00 საათზე;

3.2.   გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ 2024 წლის 7 ოქტომბერს 09:00 საათიდან 2025 წლის  10   მარტის  18:00 საათამდე გაცემული ბილეთები;

3.3.   პრიზი გათამაშდება 2025 წლის 17 მარტს 17:45 საათიდან 18:00 საათამდე;

3.4.   გათამაშება ჩატარდება საპრიზო სახლის ტერიტორიაზე, სოციალური ქსელის ლაივ რეჟიმში;

3.5. სოციალური ქსელის მისამართებია:

FACEBOOK: www.facebook.com/developmentlk

INSTAGRAM: www.instagram.com/lkdevelopment

  1. 4. გათამაშებაში მონაწილეობისა და გათამაშების ბილეთის გაცემის წესი

4.1. გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გათამაშების დაწყების მომენტისთვის უკვე შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც წარმოადგენენ ვებ-გვერდის გამომწერებს;

4.2. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ:

4.2.1. ორგანიზატორი კომპანიის  მესაკუთრეს/დირექტორს   და მისი ოჯახის წევრებს;

4.2.2. წინამდებარე რეგლამენტით განსაზღვრული კომისიის წევრებს.

  1. გათამაშების ზოგადი წესი

5.1. გათამაშებაში მონაწილეობისთვის პირი  ვალდებულია დარეგისტრირდეს შპს „ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტი“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.lkdevelopment.ge),  გახდეს ოფიციალური გამომწერი და გადაიხადოს მის მიერ არჩეული პაკეტის ღირებულება;

5.2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას პირი  ვალდებულია მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია ზუსტად: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა;

5.3. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას იქმნება მომხმარებლის პირადი კაბინეტი და ენიჭება უნიკალური კოდი.  მომხმარებელი მის პირად კაბინეტში  ნებისმიერ დროს შეძლებს ნახოს მის მიერ დაგროვებული ბილეთების რაოდენობა.

5.4. ვებ-გგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი ავტომატურად აცხადებს თანხმობას გათაშების წესებსა და პირობებთან დაკავშირებით და ასევე აცხადებს თანხმობას ორგანიზატორის მიერ განხორციელდეს მის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავება.

5.5. მომხარებელი რეგისტრაციისას ირჩევს მისთვის სასურველი გამოწერის პაკეტს და აგროვებს შესაბამისი რაოდენობის გათამაშების ბილეთებს.

5.6. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა, აღნიშნულ შემთხვევაში იგი გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს მის მიერ გამოწერის გაუქმებამდე დაგროვებული ბილეთ(ებ)ის რაოდენობით;

5.7. თუ გამომწერი ერთი თვე იყო აქტიური, რომლითაც დააგროვა გათამაშების ბილეთ(ებ)ი, ხოლო მე-2 თვეს გამომწერმა გააუქმა გამომწერის სტატუსი და ბოლო თვეს ისევ გახდა „ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტ“-ის ვებ – გვერდის გამომწერი, დაგროვებული

ბილეთები არ უქმდება, ბილეთები დაჯამდება და ჯამური რაოდენობით მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას;

5.8. გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება  2025  წლის 17 მარტს, ამ შეთანხმებით დადგენილი წესის შესაბამისად,  LIVE რეჟიმში, რომლის ტრანსლირებაც განხორცილდება კომპანიის FACEBOOK და INSTAGRAM გვერდებზე;

  1. გათამაშების პაკეტები და ბილეთის დაგროვების წესი

გათამაშების ორგანიზატორის მიერ მონაწილეთათვის შეთავაზებულია 4 ტიპის პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა:

6.1 MEMBER პაკეტი

6.1.1. MEMBER პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში გამომწერს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ვებ-გვერდზე განთავსებული მშენებლობასთან დაკავშირებული  ონლაინ კურსებით. ასევე, აღნიშნული პაკეტის  გამომწერი რომელიც დაინტერესებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული სახლის შეძენით, ისარგებლებს 2%  ფასდაკლებით.  6.1.2. MEMBER პაკეტით სარგებლობის ღირებულებაა 26.99 ლარი; 6.1.3. პაკეტით სარგებლობისას   მომხმარებელს  გადაეცემა  გათამაშების 1 (ერთი) ბილეთი;      6.1.4. თუ გამომწერი არ გააუქმებს ვებ-გვერდის გამოწერას, შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს წვდომა მშენებლობასთან დაკავშირებულ ონლაინ კურსებზე და დამატებით გაეცნოს სიახლეებს. გარდა ამისა, მომდევნო თვეს კვლავ ჩამოეჭრება აღნიშნული პაკეტის ღირებულების თანხა და  საჩუქრად მიიღებს დამატებით 1 (ერთი) ბილეთს, გარდა პაკეტით განსაზღვრული ბილეთის რაოდენობისა. ზემოთ მოცემული პრინციპით გაგრძელდება მომდევნო თვ(ებ)ის განმავლობაში დამატებითი ბილეთ(ებ)ის მიღება გათამაშების დასრულებამდე ან მომხმარებლის მიერ გამოწერის გაუქმებამდე;

6.2.  STATUS პაკეტი                                 

6.2.1. STATUS პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში გამომწერს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ვებ-გვერდზე განთავსებული მშენებლობასთან დაკავშირებული  ონლაინ კურსებითა და ონლაინ ვებინარებით. ასევე, აღნიშნული პაკეტის გამომწერი რომელიც დაინტერესებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული სახლის შეძენით, ისარგებლებს  4% ფასდაკლებით; 6.2.2. STATUS პაკეტით სარგებლობის ღირებულებაა  54.99 ლარი;  6.2.3. STATUS  პაკეტით სარგებლობისას გამომწერს გადაეცემა  გათამაშების 4 (ოთხი)  ბილეთი. 6.2.4. თუ გამომწერი არ გააუქმებს ვებ-გვერდის გამოწერას,  შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს წვდომა მშენებლობასთან დაკავშირებულ ონლაინ კურსებზე და დამატებით გაეცნოს სიახლეებს. გარდა ამისა, მომდევნო თვეს კვლავ ჩამოეჭრება აღნიშნული პაკეტის ღირებულების თანხა და საჩუქრად მიიღებს დამატებით 3 (სამი) ბილეთს, გარდა პაკეტით განსაზღვრული ბილეთების რაოდენობისა. აღნიშნული პრინციპით გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებითი ბილეთების მიღება გათამაშების დასრულებამდე ან მომხმარებლის  მიერ გამოწერის გაუქმებამდე.

 6.3  VIP პაკეტი

6.3.1. VIP პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში გამომწერს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ვებ-გვერდზე განთავსებული მშენებლობასთან დაკავშირებული  ონლაინ კურსებითა და ონლაინ ვებინარებით. ასევე,  აღნიშნული პაკეტის გამომწერები სარგებლობენ შესაძლებლობით, უფასოდ დაესწრონ   კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს. აღნიშნული პაკეტის გამომწერი, რომელიც დაინტერესებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული სახლის შეძენით, ისარგებლებს 7%  ფასდაკლებით. 6.3.2 VIP პაკეტით სარგებლობის ღირებულებაა  129.99 ლარი. 6.3.3. VIP პაკეტით სარგებლობისას გამომწერს გადაეცემა  გათამაშების 8 (რვა)  ბილეთი.          6.3.4 თუ გამომწერი არ გააუქმებს ვებ-გვერდის გამოწერას, შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს წვდომა მშენებლობასთან დაკავშირებულ ონლაინ კურსებზე და დამატებით გაეცნოს სიახლეებს. გარდა ამისა, მომდევნო თვეს კვლავ ჩამოეჭრება აღნიშნული პაკეტის ღირებულების თანხა და საჩუქრად მიიღებს დამატებით 4 (ოთხი) ბილეთს. აღნიშნული პრინციპით გაგრძელდება მომდევნო  თვეების განმავლობაში დამატებითი ბილეთების მიღება გათამაშების დასრულებამდე ან მომხმარებლის მიერ გამოწერის გაუქმებამდე;

6.4. VIP PLUS პაკეტი

6.4.1. VIP PLUS პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში გამომწერს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ვებ-გვერდზე განთავსებული მშენებლობასთან დაკავშირებული  ონლაინ კურსებით. ასევე,  აღნიშნული პაკეტის გამომწერები სარგებლობენ შესაძლებლობით უფასოდ დაესწრონ   კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს. აღნიშნული პაკეტის გამომწერებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ ვებინარებს, რომლებიც ჩატარდება გარკვეული პერიოდულობით უშუალოდ მშენებლობის ადგილას. აღნიშნული პაკეტის გამომწერი, რომელიც დაინტერესებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული სახლის შეძენით, ისარგებლებს 10% ფასდაკლებით. 6.4.2. VIP PLUS პაკეტით სარგებლობის ღირებულებაა 199.99 ლარი. 6.4.3. VIP PLUS პაკეტით სარგებლობისას  გამომწერს გადაეცემა  გათამაშების 15 (თხუთმეტი) ბილეთი. 6.4.4  თუ გამომწერი არ გააუქმებს ვებ-გვერდის გამოწერას, შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს წვდომა მშენებლობასთან დაკავშირებულ ონლაინ კურსებზე და დამატებით გაეცნოს სიახლეებს. გარდა ამისა, მომდევნო თვეს კვლავ ჩამოეჭრება აღნიშნული პაკეტის ღირებულების თანხა და საჩუქრად მიიღებს დამატებით 5 (ხუთი) ბილეთს.  აღნიშნული პრინციპით გაგრძელდება მომდევნო  თვეების განმავლობაში დამატებითი ბილეთების მიღება გათამაშების დასრულებამდე ან მომხმარებლის მიერ გამოწერის გაუქმებამდე.   

  1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

მხარეები აღნიშნული გათამაშების ფარგლებში სარგებლობენ შემდეგი უფლებებით:

7.1. გათამაშების მონაწილე უფლებამოსილია:

7.1.1. გათამაშების მონაწილე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა და გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ გამოწერის გაუქმებამდე დაგროვებული ბილეთ(ებ)ის რაოდენობით.

7.1.2. გათამაშების მონაწილე უფლებამოსილია, გათამაშების მიმდინარეობისას, ნებისმიერ დროს გაეცნოს მის მიერ გამოწერილი პაკეტის პირობებს და გადაამოწმოს მის მიერ დაგროვებული ბილეთების რაოდენობა ვებ-გვერდზე;

7.1.3. გათამაშების მონაწილე უფლებამოსილია, გათამაშების მიმდინარეობისას, შეცვალოს მის მიერ შერჩეული პაკეტი სხვა პაკეტით.

7.2. გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

7.2.1. უზრუნველყოს გათამაშების ჩატარება საქართვლოს კანონმდებლობითა და წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.  7.2.2. გათამაშებაში გამარჯვებულს გადასცეს მოგებული პრიზი გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.                                                                                                                                                                 

7.3. გათამაშების მონაწილე ვალდებულია:

7.3.1. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მიუთითოს  მოთხოვნილი ინფორმაცია ზუსტად და უტყუარად, განახორციელოს მათი მოდიფიცირება, პერსონალურ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში. მომხმარებელი  ვალდებულია გადაიხადოს გამოწერის პაკეტის შეთანხმებით დადგენილი საფასური.                                                                       7.3.2. დაიცვას წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი წესები და პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში გათამაშების მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება გათამაშების ნებისმიერი ეტაპიდან.

  1. გამარჯვებულის გამოვლენა და მოგების გაცემის წესი

8.1. გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგნაირად: წამახალისებელი გათამაშების წამყვანი, გათამაშების ორგანიზატორის სოციალურ ქსელებში(ე.წ. LIVE რეჟიმში), დოლურას დატრიალების შემდგომ, შემთხვევითობის პრინციპით, დოლურადან ამოიღებს გათამაშების ერთ ბილეთს და კადრში გამოაჩენს  ბილეთის ნომერსა და მომხმარებლის მობილური ნომრის პირველ 6 (ექვსი) ციფრს, რის შემდეგადაც, ტელეფონის საშუალებით განხორციელდება მობილურ ნომერზე დაკავშირება, მომხმარებლისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მოხდება მასთან მისალმება და ვინაობის დადასტურება, მოგებული პრიზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამარჯვებულად გამოცხადება. გამარჯვებულად გამოცხადებისთანავე პირი ჩაითვლება გამარჯვებულად. თუკი გათამაშების ბილეთზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ ზარს უპასუხებს სხვა პიროვნება, რომლის სახელი და გვარი ბილეთზე არ არის მითითებული, მაშინ წამყვანი აზუსტებს ნომრის მფლობელის ვინაობას და ითხოვს მასთან გასაუბრებას. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა ბილეთზე მითითებული ნომრის მფლობელთან გასაუბრება, აღნიშნული ბილეთი გაუქმებულად ჩაითვლება, წამყვანი გადადებს ბილეთს და დოლურადან ამოიღებს გათამაშების ახალ ბილეთს იქამდე, სანამ გათვალისწინებული წესით არ გამოავლენს გამარჯვებულ პირს.

8.2. იმ შემთხვევაში, თუ წამახალისებელი გათამაშების დოლურადან ამოღებული ბილეთის მფლობელის მიერ ვებ-გვერდზე  მითითებულ ტელეფონის ნომერს წამყვანი რაიმე მიზეზით ვერ დაუკავშირდება (მათ შორის დაუკავშირდება და შემდგომ გაითიშება საუბრისას), ან თუ მომხმარებელი არ პასუხობს ზარს, ან მობილური ტელეფონი გამორთულია, ხდება გადამისამართება ან ისმის დაკავების ზარი (ხმა), მაშინ წამყვანი კიდევ ორჯერ ცდის იგივე ტელეფონის ნომერზე დარეკვას. დაკავშირების მე-3 წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, წამყვანი გადადებს აღნიშნულ ბილეთს და დოლურადან ამოიღებს გათამაშების ახალ ბილეთს იქამდე, სანამ  გათვალისწინებული წესით არ გამოავლენს გამარჯვებულ პირს.   8.3.  ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება მომხმარებლის მიუწვდომლობის ან მისი ტელეფონის ყველა სახის გაუმართაობის გამო (მათ შორის, თუ მომხმარებლის მობილური დაჯდა გათამაშების მომენტში, მობილური დაუვარდა გათამაშების პერიოდში, არ ისმის ხმა, გაფუჭდა და ა.შ.).                                                                                  8.4. მოგების გაცემის ადგილია პრიზის ადგილმდებარეობა. მის: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი არაშენდა.                                                                                                                                                           

8.5. მოგების გაცემის საერთო ვადა განისაზღვრება პრიზის გათამაშებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით, ხოლო წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებულისათვის, პრიზის გადაცემა განხორციელდება დოლურადან ამოღებულ ბილეთზე მითითებული პირის მოგების გაცემის ადგილზე გამოცხადების, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის/ბინადრობის მოწმობის/ პასპორტის წარმოდგენისა და მისი იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარულ დღეში. გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე და დოლურადან ამოღებულ ბილეთზე დატანილი რომელიმე მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტ(ებ)ის შეუსაბამობის ან ამავე პუნქტში მითითებული 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ,  გამარჯვებული პირისა და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში მოგება არ გაიცემა. 8.6. მომხმარებლის იდენტიფიკაცია საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში მოხდება მის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლისას მითითებული პირადი ნომრით,  ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის პირადი ნომრით ან პასპორტის ნომრით.  8.7. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი უზრუნველყოფს გათამაშების წესების საჯაროობას ვებ-გვერდზე:  www.lkdevelopment.ge  და სოციალურ ქსელში   FACEBOOK:www.facebook.com/developmentlk                                                                                                   INSTAGRAM:www.instagram.com/lkdevelopment                                                                                                8.8. გამოვლენილი გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია დაიდება შპს “ელ ქეი ჰოუმ დეველოპმენტი“-ის ოფოციალურ ვებ-გვერდზე, ორგანიზტორის Facebook და Instragram გვერდებზე გამარჯვებულის სახელისა და გვარის მითითებით.

  1. სპეციალური კომისია
  1. 1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვისა და კონტროლის მიზნით შეიქმნება სამი ადამიანისგან შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აღნიშნული შეთანხმებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვის კონტროლზე.

9.2. სპეციალური კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს გათამაშების ორგანიზატორი კომპანიის წილის მესაკუთრე ან დირექტორი ან მათი ოჯახის წევრი.

9.3. სპეციალური კომისიის წევრები თვალყურს ადევნებენ გათააშების მინდინარეობასა და გამარჯევბულის გამოვლენის პროცესს, ასეევე განიხილავენ მონაწილეთა მიერ წარდგენილ პრეტენზიებს წინამდებარე რეგლამნტით დადგენილი წესების შესაბამისად.

  1. პრეტენზიების მიღებისა და განხილვის წესი

10.1. გათამაშების ფარგლებში პრეტენზიები მიიღება გათამაშების დასრულებიდან არაუგვიანეს 3  (სამი) სამუშაო დღისა

10.2. პრეტენზია მიიღება წერილობითი ფორმით, კომპანიის მისამართზე ანა პოლიტკოვსკაიას 20, ბ.76ა  ან ელექტორნულად, კომპანიის ელ. ფოსტაზე: lk@lkhomedevelopment.com

10.3. მიღებულ პრეტენზიას განიხილავს სპეციალური კომისია და გადაწყვეტილებას აცნობებს პრეტენზიის წარმდგენს არაუგვიანეს პრეტენზიის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

10.4. გათამაშებაში მონაწილე პირსა და  ორგანიზატორს შორის გათამაშებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუთანხმებლობა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.